K COSMETICS

მიწოდება და გადახდა

მიწოდება მთელ საქართველოში: ბათუმში — ერთ საათში, სხვა ქალაქებში — 1–2 დღეში. ქვემოთ — რა ღირს მიწოდება, როგორ გადაიხადოთ და როგორ მიმდინარეობს შეკვეთა.

თუ ბათუმში ხართ

თვითგატანა

ძველი ქალაქი, მაზნიაშვილის 30. შეკვეთას მოვამზადებთ და მოსახერხებელ დროს ჩატში შევათანხმებთ

უფასო

კურიერით მიწოდება

კურიერს შეკვეთისთანავე ვიძახებთ და ის ერთ საათში მოგიტანთ

5 ₾ · 1 საათში

უფასო მიწოდება

იგივე კურიერი და იგივე ერთი საათი — 150 ₾-დან შეკვეთისას

უფასოა 150 ₾-დან

მიწოდება მთელ საქართველოში

თბილისი, ქუთაისი, გორი — ნებისმიერ ადგილას: ვაგზავნით საკურიერო კომპანიით და შეკვეთას 1–2 დღეში მიიღებთ. ღირებულება ქალაქზეა დამოკიდებული — ჩვეულებრივ არაუმეტეს 10 ₾. მოგვწერეთ, სად უნდა მივიტანოთ, და ზუსტ თანხას გადახდამდე გეტყვით.

გადახდა საბანკო გადარიცხვით

შეკვეთის ღირებულება შეგიძლიათ გადაიხადოთ საბანკო გადარიცხვით ქართული ბანკის ანგარიშზე. რეკვიზიტებს და ჯამურ თანხას მიწოდების ჩათვლით ჩატში გამოგიგზავნით შეკვეთის გაფორმების შემდეგ.

როგორ მიმდინარეობს შეკვეთა

აფორმებთ შეკვეთას

საიტის კალათაში ან შეტყობინებით Telegram-ში / Instagram-ში

ვადასტურებთ

ვამოწმებთ მარაგს და გეტყვით ჯამურ თანხას მიწოდების ჩათვლით

იხდით

საბანკო გადარიცხვით

იღებთ შეკვეთას

ბათუმში ერთ საათში, საქართველოში 1–2 დღეში — ან თვითონ გაიტანთ

ხშირი კითხვები

რამდენ ხანში მივიღებ შეკვეთას?

ბათუმში — ერთი საათის განმავლობაში: კურიერს შეკვეთისთანავე ვიძახებთ. დანარჩენ საქართველოში, თბილისის ჩათვლით — 1–2 დღეში.

ნამდვილად ორიგინალია?

დიახ, მხოლოდ ორიგინალ კორეულ კოსმეტიკას ჩამოგვაქვს და თვითონაც იმას ვიყენებთ, რასაც ვყიდით.

რა მოხდება, თუ პროდუქტი მარაგში არ არის?

შეგიკვეთავთ: ვადას გეტყვით და მოგწერთ, როგორც კი ჩამოვა. წინასწარი გადახდა არ საჭიროა — იხდით, როცა პროდუქტი უკვე ჩვენთანაა.

როდის შემიძლია შეკვეთის აღება?

დროს ჩატში ვათანხმებთ და თქვენ გეწყობით — შაბათ-კვირის ჩათვლით.

დარჩა კითხვები?

მოგვწერეთ — ვპასუხობთ სწრაფად და ბოტების გარეშე. გირჩევთ, რა მოგიხდებათ, დავითვლით მიწოდებას და მოვამზადებთ შეკვეთას.